ზვიად შალამბერიძე პოლონეთის დელეგაციას შეხვდა
კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების ოფიციალური დელეგაციები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს და ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მხარეებმა ქვეყნებს შორის უერთიერთანამშრომლობის გაღრმავებაზე და განათლების სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო,ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ გავაღრმაოთ სხვადასხვა მიმართულებები,განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო განათლების სფეროში და პროფესიუული სწავლების სფერო, რომელშიც მნიშვნელოვანი პრაქტიკა აქვს გავლილი ამ ქვეყანას. რასაც სიამოვნებით დაგვთანხმდნენ რომ გაუზიარებენ ჩვენს მოქალაქეებს. დავგეგმეთ უახლოეს მომავალში ვიზიტი პოლონეთში”, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
ველკოპოლსკას ვიცემარშალმა მაჟენა ვოჯისკამ ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“დღევანდელ შეხვედრას ორი ძირითადი მიზეზი აქვს, ეს გახლავთ ხვალ პრეზიდენტ რაჩკევიჩის სახელობის სკვერის გახსნა ქუთაისში და ასევე ვისაუბრეთ სხვადასხვა პროექტებზე ,როგორიც არის სკოლამდელი განათლება,მასწავლებლების დახელოვნება,პროფესიული განათლება,ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამები,ტურიზმი და სხვა შესაძლო პროექტები”,- განაცხადა მაჟენა ვოჯისკამ ველკოპოლსკას ვიცემარშალმა.