რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას ექვსი თვის ბავშვი ემსხვერპლა

0

რუსთავი-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ტოიტას და კიას მარკის ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული ექვსი თვის
ბავშვი კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ
შეძლეს.
როგორ შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი