ნიკა გვარამიას საქმის განხილვა 30 იანვრამდე გადაიდო

“რუსთავი 2”-ის ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულების სხდომა, ამ საქმის ახალი მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით გადაიდო.

​”მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ეჭვი აქვს, ჩხიკვაძის შერჩევა ელექტრონული სისტემით, შემთხვევით არ მომხდარა და მის შერჩევასთან დაკავშირებით, სასამართლოდან დოკუმენტები აქვს გამოთხოვილი. სწორედ ამ დოკუმენტების მიღებამდე ითხოვა ნიკა გვარამიამ სხდომის გადადება. მისი თქმით, ამის შემდეგ საქმეში ახლადჩართული მოსამართლის აცილების შესახებ, საბოლოო პოზიციას დააფიქსირებს.

სხდომა 30 იანვრამდე გადაიდო.​

შეგახსენებთ, რომ ​ნიკა გვარამიას “რუსთავი 2”-ის ქონების გაფლანგვას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას კი ტელეკომპანიის ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა ედება ბრალად. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტების დამზადებას ედავება გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები