ალპანა-ცაგერის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

თოვლის ნალექის გამო მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა ალპანა-ცაგერის გზაზე, ამ ეტაპისთვის 22-ე კმ-ზე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება.
ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ცაგერი-ლენტეხი-ლაზდილი-გზის 41-68-ე კილომეტრებზე და გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება ყველა სახის ტრანპორტისთვისაა შესაძლებელი.
გაწმენდით სამუშაოებს შპს “კრისტალი“ აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები