ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართული წარმოების პროდუქციის “უკანონო გაყიდვის გამოვლენის მიზნით” რეიდები ჩატარდება
ე.წ. სამხრეთ ოსეთის “სამართალდამცველები” 2020 წელს, „აკრძალული ქართული წარმოების პროდუქციის უკანონო გაყიდვის არიდების მიზნით“ რეიდებს ჩაატარებენ.
ამის შესახებ ე.წ. გენპროკურატურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეიდები „საქართველოდან არალეგალური პროდუქციის რეალიზების შემთხვევების მატებას“ უკავშირდება.
„ლენინგორის რაიონის (ახალგორის) მაღაზიებში ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და მინერალური წყლების რეალიზაციის ფაქტი დაფიქსირდა. დარღვევის ჩამდენ 7 მეწარმეს, გაფრთხილება და დარღვევის აღმოსაფხვრელად გარკვეული ვადა მიეცათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
2006 წელს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომელიც “საქართველოდან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ხორცპროდუქტების და სხვა უხარისხო საკვები პროდუქტების შეტანისა და რეალიზების აკრძალვას” გულისხმობს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში აკრძალულია “თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ხორცის, რძის პროდუქტების, ალკოჰოლის, უალკოჰოლო სასმელებისა და მინერალური წყლების შეტანა.