სასკოლო ინფრასტრუქტურის ფარგლებში, საოკუპაციო ზოლთან კიდევ ერთი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

მუნიციპალური ფონდის პროექტის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროში მიმდინარე წელს სკოლის მშენებლობა დასრულდება. 60 მოსწავლეზე გათვლილი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ახალი სასწავლო წლიდან საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსწავლეები ისწავლიან.
სკოლის მშენებლობას მუნიციპალური ფონდის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯავა“ ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 123 577 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები