გორის მერმა გამომგონებელ ირადიონ ტაბატაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გორის საპატიო მოქალაქეს, გამომგონებელსა და პოეტს ირადიონ ტაბატაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა. ტაბატაძეს 1000 ლარიანი ვაუჩერი და მადლობის სიგელი გადაეცა.
ირადიონ ტაბატაძე მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა, რომელსაც ღამის ყველაზე მეტი ფრენა აქვს შესრულებული. ის, ამავე დროს, ყველაზე მეტი -54 პატენტის მფლობელი ქართველი გამომგონებელია. მინიჭებული აქვს ,,ადგილობრივი ლიდერი გამომგონებლის“ წოდება. მისი გამოგონებები განახლებადი რესურსების გამოყენებას და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას უკავშირდება. ირადიონ ტაბატაძე 2008 წლიდან ღირსების ორდენის კავალერი და 2013 წლიდან გორის საპატიო მოქალაქეა. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება ერთჯერადად, 1000 ლარის ოდენობით, გორის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების გაცემის წესის მე-13 მუხლითაა გათვალისწინებული. 2019 წელს აღნიშნული დახმარებით სამმა უხუცესმა ისარგებლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები