აშშ ფეხმძიმე ქალებისთვის ვიზების გაცემის წესს ამკაცრებს

აშშ ე.წ . “მშობიარე ტურიზმის“ შეზღუდვის მიზნით, 24 იანვრიდან, ფეხმძიმე ქალებისთვის ვიზების გაცემას ამკაცრებს.

AP-ს ინფორმაციით, ამიერიდან ფეხმძიმე ქალები, რომლებიც შეერთებულ შტატებში მშობიარების მიზნით ჩადიოდნენ, განიხილებიან როგორც პირები, რომლებიც მკურნალობისთვის ჩადიან. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ჩადიან მკურნალობის მიზნით და ხარჯების დასაფარავად საჭირო თანხა გააჩნიათ.

მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახალ წესებს დღეს გაასაჯაროვებს, ძალაში კი ის ხვალიდან შევა.

AP წერს, რომ აშშ-ში მშობიარობის მიზნით ჩასვლის პრაქტიკა ლეგალურია, თუმცა არსებობს ცალკეული შემთხვევები, როდესაც ხელისუფლება ე.წ. „მშობიარობის ტურიზმით“ დაკავებულ ოპერატორებს აკავებს, რომლებიც თაღლითური გზით გასცემენ ვიზებს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმიგრაციის ყველა ფორმას ზღუდავს, განსაკუთრებით კი, მას დაბადებასთან დაკავშირებით მოქალაქეობის მინიჭება აღელვებს, რადგან აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, ყველა პირი, ვინც შტატებში დაიბადება, ქვეყნის მოქალაქედ ითვლება. ტრამპი ამ პრაქტიკის წინააღმდეგ გამოდის და პირობას დებს, რომ მას დაასრულებს.ე.წ.”მშობიარე ტურზმთან” ბრძოლაც, ამ დაპირებას პასუხობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები