ბათუმელ ძაღლს, რომელიც ბავშვებს ზებრა გადასასვლელზე აცილებდა, სახლი დაუდგეს (ფოტო, ვიდეო)

ვიდეო ბათუმელ ძაღლზე, რომელიც ბავშვებს ზებრა გადასასვლელზე აცილებს, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.  ყურშა, ბიმი, კუპატა, ჯეკა, ბროლია- ეს იმ სახელების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც ბათუმელები ახლა უკვე ყველასთვის ნაცნობ ძაღლს მიმართავენ.

დღეიდან ის საკუთარ სახლში იცხოვრებს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიუტანეს და ზედ ვარსკვლავიც მიაკრეს, წარწერით – “ხალხის რჩეული”.

სახლთან ერთად კუპატა საკვებითაც დაასაჩუქრეს.

ბათუმელი ძაღლის ვიდეომ, რომელიც ბექა ცინცაძემ გადაიღო, საზოგადოების სიყვარული დაიმსახურა. ძაღლი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ზებრა გადასასვლელზე ელოდება და მეორე მხარეს აცილებს.

კუპატა, ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში წლების განმავლობაში ცხოვრობს და ბავშვებზე მზრუნველობით გამოირჩევა. იგი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა და ABC News-მა ძაღლის ვიდეო გამოაქვეყნა  სათაურით – “ქუჩის ძაღლი აცილებს ბავშვებს გადასასვლელზე – აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა საქართველოში”.

 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები