რუსეთში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

ტომსკის ოლქში, ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა.

ინციდენტი გვიან ღამით მოხდა.

მედიის ინფორმაციით, სახლს ჩინური კომპანია ქირაობდა. შენობაში სულ 14 ადამიანი ცხოვრობდა – ისინი ჩინელი, უზბეკი და ტაჯიკი მუშები იყვნენ.

დამწვარია 200 კვ/მ.

უზბეკეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ დაღუპულთაგან 10 უზბეკეთის მოქალაქეა.

მომხდარის შედეგად ორი პირი დაშავდა, მათ ცეცხლმოკიდებული შენობის დატოვება შეძლეს.

დაწყებულია გამოძიება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები