ნათია თურნავა: სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობის არანაირი საფუძველი არ გვაქვს, გიორგი გახარია მთავრობას შესანიშნავად უძღვება

დღეს სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობის არანაირი საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია მთავრობას ძალიან კარგად უძღვება.

„არ ვადასტურებ თქვენს ვერსიებს, უფრო მიმაჩნია შავ პიარად და პიარ სპეკულაციებად, რადგან არ გვაქვს არანაირი საფუძველი, დღეს ვიმსჯელოთ სამთავრობო ცვლილებებზე. ბატონი გიორგი გახარია შესანიშნავად უძღვება მთავრობას“, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები