აზერბაიჯანში 1990 წლის 20 იანვარს დაღუპულებს იხსენებენ
აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღეს 1990 წლის 20 იანვარს დაღუპულთა ხსოვნას მოქალაქეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
სამშობლოსთვის თავდადებულთა „დაკრძალვის ხეივანში“ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა მივიდნენ და ყვავილებით შეამკეს. მათ ის გმირები გაიხსენეს, რომლებმაც აზერბაიჯანის თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას თავი შესწირეს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა შეასრულა.
შეხიდლარ ხიაბანში, სადაც მარადიული ცეცხლი ანთია, სამშობლოსთვის დაღუპული შეჰიდების ხსოვნას პატივი მიაგეს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა.
1990 წლის 20 იანვარს, ბაქოს ცენტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების დროს, საბჭოთა ჯარებმა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს. იმ ღამეს 133-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 744 კი დაშავდა, 841 დაპატიმრებული იყო. დაღუპულთა შორის არასრულწლოვნები, მოხუცები და ქალებიც იყვნენ.