სურამში ყოფილი ცოლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

სურამში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. საქართველოს გენერალური პროკურორის ინფორმაციით, ლ.ლ-ს ბრალი საქართველოს სსკ-ის 109-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
ცნობისთვის, სურამში 26 წლის ბეტა ნაჭყებია, 5 წლის შვილთან ერთად ყოფილი მეუღლის ბებიის მოსანახულებლად იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივები “რეგიონულ კვირასთან” ყვებიან, ყოფილი მეუღლეები უკვე რამდენიმე თვეა ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები