თელავში სამი საცხოვრებელი სახლი იწვის

თელავში სამ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.  არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების თქმით, სახლების პატრონები მხოლოდ ზაფხულობით ჩადიოდნენ და შემთხვევის დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის, უცნობია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველოი სამსახური მუშაობს და მიმდიანარეობს ცეცხლის ლოკალიზების პროცესი.
“რეგიონული კვირა” დეტალებს ადგილზე არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები