ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად დაშავებული, 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგი ცოტა ხნის წინ რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს.
საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებული მამაკაცის მშობლები 65 წლის ცოლ-ქმარი დაიღუპა. მათ ცხედრებს ამ დროისთვის, ექსპერტიზა უტარდება.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გაზის გამათბობელის აფეთქების შედეგად გაჩნდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები