ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

ქუთაისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის გამყოფს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. დაღუპულები შუახევის მცხოვრებლები არიან. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიაში დაუდასტურეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები