ნათლისღების დღესასწაული ბათუმში ტრადიციულად, ზღვაში შესვლით აღინიშნა

ბათუმში, ნათლისღების დღესასწაულის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინა, 12 საათის შემდეგ კი ტრადიციულად ზღვაში შესვლის რიტუალი შესრულდა. წყალში შთაფვლის ტრადიცია ნათლისღების ღამეს აჭარაში უკვე წლებია სრულდება და მასში როგორც სამღვდელოება, ასევე მრევლიც მონაწილეობს. მორწმუნეები ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოს-ნათლისღების შესახვედრად განსაკუთრებით ემზადებიან. მათი თქმით საიდუმლო მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს, როგორც აღსარებაში წერია.
,,წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს“ აუცილებელია მორწმუნეს ზღვაში შესვლისას თეთრი პერანგი ეცვას. ტრადიცია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის ინიციატივთ წლების წინ აღდგა და ზღვაში შესვლამდე წყლის კუთხევის რიტუალი სრულდება.
ნათლისღების ღამეს აჭარაში ზღვა მშვიდი იყო. სინოპტიკოსთა ცნობით ღელვა 1 ბალამდე აღწევდა. წყლის ტემპერატურა კი 10 გრადუსს აღემატებოდა.
შეგახსენებთ, რომ მართმადიდებლური ეკლესია 19 იანვარს სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები