“არა ბათუმის ჩაბეტონებას” – ორგანიზაცია “მწვანე მომავლის” წევრები თბილისში აქციას აანონსებენ

“არა ბათუმის ჩაბეტონებას” – ამ ლოზუნგით ბათუმში ორგანიზაცია “მწვანე მომავალის” წევრები ბათუმი-რივიერას ტერიტორიაზე შეიკრიბნენ.

ისინი 20 იანვარს თბილისში აქციას აანონსებენ. ორგანიზატორების თქმით, ბათუმის რივიერაზე ნებართვის გაცემით ხელისუფლება საზოგადოების ინტერესს არ ითვალისწინებს და სამეცნიერო დასაბუთების გარეშე, იმ პროექტს უჭერს მხარს, რითაც ქალაქი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დადგება. შეკრებილებს შორის არიან საზოგადოება ,,ბათომის” წევრებიც.

შეხვედრაზე მომხსენებლები ე.წ რივიერას ტერიტორიის განაშენიანების ისტორიაზე საუბრობენ.

ცოტა ხნის წინ, “ბათუმი-რივიერას“ ტერიტორიაზე ორგანიზაცია “მწვანე მომავლის“ წევრებმა აქცია გამართეს. ისინი როგორც მშენებელი კომპანიისგან, ასევე ბათუმის მერიისგან კონკრეტულ პასუხს მოითხოვენ. აინტერესებთ, ტერიტორიაზე თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს სილქ როუდ ჯგუფის შვილობილი კომპანია ,,ბათუმი რივიერა“ აწარმოებს. დაახლოებით ერთი თვის წინ კომპანიამ აღნიშნული ტერიტორია შემოღობა, რასაც ბათუმელი საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. ბათუმის მერიაში კი “რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას განაცხადეს, რომ საკადასტრო საზღვრებში მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებზე ნებართვა ერთი წლის ვადითაა გაცემული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები