გელა ზედელაშვილი: ბოკერიას, გვარამიას და “სასტავს” გეგმა კვლავ ჩაუვარდათ!
ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ნაცპრაშმანდოვკებმა“ და გიგლა ბოკერიას „სასტავმა“ ახალი კამპანია წამოიწყეს იმ პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებიც აქციების პერიოდში რუსთაველზე წესრიგს იცავდნენ და რომლებსაც ემუქრებოდნენ, დაგიმახსოვრებთო.
ამჯერად „დამახსოვრებულთაგან“ აღმოჩნდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი ლევან მაისურაძე.
პროვოკაციის არსი მდგომარეობს შემდეგში: გამოძებნიან ვინმეს, სუსტი ნებისყოფის მქონეს, ათას იმაზე გადამხტარს, ათასჯერ ნასამართლევს, დაარეკინებენ ვინმესთან (ამჯერად დაარეკინეს მოქალაქესთან, რომელიც ბინას აქირავებდა), რომელსაც გაეცნობა, ესა და ეს პოლიციელი გახლავართ, დედას გიტირებთ, ამას გიზამთ და იმას გიზამთო.
ამის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიეწოდოთ ტელევიზიებს, რათა პოლიციელის გვარი და სახელი კარგად „გაჟღერდეს“ და ჩაჯდეს მაყურებლის ტვინში. არ იფიქროთ, მერე რა, აგერ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხომ დააკავა თვითმარქვია, ხომ დადასტურდა, რომ ლევან მაისურაძე არავის ემუქრებოდა, სინამდვილეში ის ვიღაცა მრავალჯერ ნასამართლევი მ.ბ. აღმოჩნდაო? კი, ბატონო, ასეა, მაგრამ თუ საკითხს გებელსისეული ფორმულით მივუდგებით, საქმე უფრო გართულდება – „დააბრალე სიბინძურე, დაე იმართლოს თავი“.
სწორედ გებელსის თეორიით იხელმძღვანელა „მთავარმა არხმა“ და დადგა კიდევაც უნიჭო სპექტაკლი – ჯერ ჩაწერეს ტიბულელი მჭედლიშვილები, რომლებსაც ე.წ. ლევან მაისურაძე ემუქრებოდა, მერე ე.წ. ჟურნალისტი მიუხტა ლევან მაისურაძეს სამსახურში ე.წ. მტკიცებულებებით და როცა მაისურაძისგან პასუხი მიიღო, ეს სიცრუეაო, დაემუქრა, მტკიცებულებებს რომ დაგიდებენ, მერე რა მოხდებაო? ყველაფერი რომ დადგმულია, ეს ე.წ. ჟურნალისტს ქცევაზეც ეტყობა. მიუხედავად იმისა, რომ „მთავარი არხის“ მესვეურებმა იცოდნენ, ამის ჩამდენი ნამდვილი ლევან მაისურაძე არ იყო, მაინც მოახლაფორთეს სიუჟეტი და მაინც გაუშვეს ეთერში.
მოკლედ, ეს იმ სერიიდანაა, დაგიმახსოვრებთო, რომ ემუქრებოდნენ პოლიციელებს. თუმცა ამ ეტაპზე ბოკერიას, გვარამიას და “სასტავს” გეგმა კვლავ ჩაუვარდათ!“ – წერს ზედელაშვილი.
წყარო: reportiori.ge