პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე ზვიად კუპრავა დააკავეს

გენერალურ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა და კიდევ ერთ პირი დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ისინი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166- ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან მათ მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.
​შეგახსენებთ, ზვიად კუპრავა თანამოაზრეებთან ერთად პროკურატურასთან აქციას მართავდა და გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებდა. მან პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა, რასაც მასსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები