გიორგი კახიანი: საქართველო დღეს არის სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო
“საქართველო დღეს არის სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო”,- ამის შესახებ
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ქრისტიანობამ ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.
„ვიმყოფებით რამდენიმე მეტრში იმ ადგილიდან, სადაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. რა თქმა უნდა, ეს იყო უმნიშვნელოვანესი დღე. ახალი შემართებით დაიწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობა. ამ გზაზე ბევრი ბრძოლა გავიარეთ, დღევანდელ დღემდე მოვედით. საქართველო დღეს არის სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. წელს ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით 1700 წელს. ქრისტიანობამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“, – განაცხადა კახიანმა.