ლევან მახაშვილი: დამოუკიდებლობის დღე მნიშვნელოვანია თითოეული იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველო ძვირფასია

“26 მაისი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღეა, მნიშვნელოვანი დღეა თითოეული იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველო ძვირფასია,” – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„დამოუკიდებლობის დღე მნიშვნელოვანია თითოეული იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველო ძვირფასია. 26 მაისი არის დღე ზეიმის, დღე სახელმწიფოებრიობის, ერთობის, ურთიერთპატივისცემის, ბრძოლებისა და გამარჯვებების, რამაც გამოგვატარა მთელი ეს საუკუნეები როგორც ერს, ისე საზოგადოებას“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები