საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ვაჰაგნ ხაჩატურიანი მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის საუკუნოვანი მეგობრული კავშირები მყარი საფუძველია მრავალდარგობრივი თანამშრომლობის უწყვეტი განვითარებისთვის.

„თქვენო აღმატებულებავ, გულითადად გილოცავთ თქვენ და მოძმე საქართველოს ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს. სომხეთსა და საქართველოს შორის საუკუნოვანი მეგობრული კავშირები მყარი საფუძველია მრავალდარგობრივი თანამშრომლობის უწყვეტი განვითარებისთვის. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ხალხების კეთილდღეობასა და რეგიონულ სტაბილურობას. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას, ხოლო მეგობარ საქართველოს ხალხს – მშვიდობასა და კეთილდღეობას. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემის გამოხატულება”,- აღნიშნულია მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები