ირაკლი ქადაგიშვილი: ყოველი წელი საქართველოს დამოუკიდებლობისა, ეს არის ის სიხარული, რომელიც არასდროს განელდება

“ყოველი წელი საქართველოს დამოუკიდებლობისა, ეს არის ის სიხარული, რომელიც არასდროს განელდება”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წლევანდელი წელი გამორჩეულია, რადგან დღევანდელ ზეიმსა და დღესასწაულს საქართველოს გაქრისტიანების 1700 წელი ემთხვევა.

„რა თქმა უნდა, ეს არის სიმბოლური იმიტომ, რომ საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ქრისტიანობა, ჩვენი ერი და ეკლესია ყოველთვის განუყოფელნი იყვნენ ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში. დღეს ეს ერთობა სახეზეა, დღეს ხალხი, ეკლესია, საზოგადოება, ხელისუფლება – ყველანი აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები