სერგეი ლავროვი: გასულ წელს, წნელისთან რთული ვითარება შეიქმნა, ავღნიშნავთ, ცხინვალის გადამეტებულ რეაქციას
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებით, გასულ წელს „საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე რთული ვითარება შეიქმნა“.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ პასუხშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ მედიის წარმომადგენლებისგან გასული წლის შეჯამებასთან დაკავშირებით მიიღო.
„სამხრეთ ოსეთის სოფელ წნელისთან ქართველი ძალოვანების პოსტის განთავსება. დესტაბილიზაციის ფაქტორი გახდა. აღვნიშნავთ ასევე, ცხინვალის გადამეტებულ საპასუხო რეაქციას.
მოვუწოდებთ, მხარეებს თავშეკავებისკენ, ასევე ჟენევისა და ინციდენტების პრევენციის ფორმატებში რთული საკითხების კონსტრუქციული განხილვისკენ.
წნელისის კრიზისმა ცხადი გახადა, რომ საჭიროა საქართველო – სამხრეთ ოსეთს შორის, საზღვრის დემარკაციასთან და დელიმიტაციასთან დაკავშირებით დიალოგის დაწყება, რაზეც ხშირად საუბრობენ რუსული და სამხრეთ ოსეთის მხარეები“, – ნათქვამია განცხადებაში.