სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გარდაცვლილი იპოვეს
ერევანში, სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღანელი, გეორგი კუტოიანი, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
უწყებაში აღნიშნეს, რომ კუტოიანს ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნება.
გაზეთის „გრაპარაკის“ ინფორმაციით, ცხედართან ახლოს კონიაკის ცარიელი ბოთლი და გარდაცვლილის პისტოლეტია ნაპოვნი.
გაზეთი აღნიშნავს, რომ გეორგი კუტოიანი, ბოლო დროს, დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ის სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურს 2016-2018 წლებში ხელმძღვანელობდა.