რატი იონათამიშვილი “Human Rights Watch”-ის ანგარიშზე: მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ ავტორებმა და არ უნდა დაეყრდნონ მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული არასამთავრობოების შეხედულებებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, “Human Rights Watch”-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ დოკუმენტში ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერებია აღნიშნული.

მისი თქმით, ავტორებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ.

“ამ ანგარიშში არის ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერები. მაგალითად, თუ ერთ აბზაცში არის საუბარი იმაზე, რომ აქცია 20 ივნისს იყო მშვიდობიანი, მეორეს მხრივ წერია, რომ 90-ზე მეტი სამართალდამცავი იყო დაშავებული. უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ ავტორებმა და არ უნდა დაეყრდნონ მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებებს,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ “Human rights watch”-მა ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზეც. უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართალდამცველების მხრიდან არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები