კახა კალაძე: მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც საახალწლო ღონისძიებების მომზადებაში ჩართული იყო

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საახალწლო ღონისძიებების მოწყობაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.

კალაძის თქმით, საახალწლო დღეები განსაკუთრებული იყო.

“მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც პირველივე დღიდან ჩართული იყო საახალწლო ღონისძიებების მომზადებაში – შეექმნა საახალწლო განწყობა დედაქალაქის მოსახლეობისთვის. ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, ასევე უცხოელი ტურისტები, ყველა აღფრთოვანებულია. ეს წელი მართლაც განსაკუთრებული იყო ჩვენი ქალაქისთვის – საახალწლო ილუმინაციებით. ჩვენი საახალწლო სოფელი, რომელიც მართლაც შთამბეჭდავი იყო, ძალიან ლამაზად იყო ყველაფერი ორგანიზებული – ორბელიანის მოედანი, პირველი რესპუბლიკის მოედანი, მთლიანად ქალაქი იყო ძალიან ლამაზი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საესტრადო ვარსკვლავებს, მსახიობებს, ყველას, ვინც სხვადასხვა ღონისძიებებში იყო ჩართული. არ შემიძლია არ გამოვყო შს სამინისტრო, რომელიც ძალიან მაგრად გვეთანამშრომლებოდა საპატრულო პოლიციის ჩართულობით, საგანგებო სიტუაციების სამსახური, ასევე ბიზნესი. ბიზნესის ხელშეწყობით და ურთიერთთანამშრომლობით ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ახალ წელს. ბიზნესი მაქსიმალურად გვერდში გვედგა. ამ თანამშრომლობით, ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხეთ, რომ მართლაც განსაკუთრებული იყო ჩვენი საახალწლო დღეები. მინდა, რომ ეს განწყობა არა მხოლოდ განვლილ დღეებში შემოგვრჩეს, მთელი წლის განმავლობაში გაგვყვეს, ამ დადებითი ემოციებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები