“სააკაშვილის ფიგურის წინააღმდეგ ძალიან ბევრია; ოპოზიციაშიც საკმაოდ რთულად აქვს საქმე” – გია ვოლსკი
“სააკაშვილის ფიგურის წინააღმდეგ ძალიან ბევრია. ოპოზიციაშიც საკმაოდ რთულად აქვს საქმე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს.
როგორც ვოლსკი ამბობს, სააკაშვილი ბევრისთვის მიუღებელი ფიგურაა, მათ შორის – ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის.
“ამათ რისი იმედიც აქვთ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოიზიდონ, არ გამოუვათ. მათთვის სააკაშვილი მიუღებელია იმიტომ, რომ იციან, ის ხალხი, ვინც ქუჩაში დახვრიტა სააკაშვილის რეჟიმმა, უმრავლესობა, ახალგაზრდები არიან.
ჩერგოლეიშვილს უნდა, რომ გარკვეული საკუთარი ნიშა ჰქონდეს. სულ უნდოდა, მაგრამ წარმატება ნაკლებად ჰქონდა”, – აღნიშნავს ვოლსკი.