ბესიკ ამირანაშვილმა უკრაინულ დელეგაციას უმასპინძლა
სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციაში, უკრაინულ დელეგაციას უმასპინძლეს.
ბორჯომთან დამეგობრებულმა ქალაქ პოლტავას დელეგაციის წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარეს ქალაქის საკეთილდღეოდ ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვეს და ტრადიციული საჩუქრები გადასცეს.
ხელმძღვანელმა პირებმა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრეს, სადაც ქართველი და უკრაინელი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. მიმდინარე წელს ბორჯომიდან პოლტავაში 12 მოსწავლე, 21 დღით გაემგზავრება. ,,ბორჯომი და პოლტავა 2011 წლიდან დამეგობრებული ქალაქების სტატუსს ატარებენ. ზოგადად ქართველ და უკრაინელ ხალხს მეგობრობის მდიდარი ტრადიცია აქვთ. ორ ხალხთა შორის თბილი და სამაგალითო ურთიერთობით ჩვენც ვამაყობთ,” – განაცხადა გიორგი გოგიჩაიშვილმა.