მაღალმთიან აჭარაში თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაობი გრძელდება. ტარდება მოყინვის საწინააღმდეგო ღონისძიებები.
ამ ეტაპზე ხულოს მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები ათი მიმართულებით მიმდინარეობს: პაქსაძეები-გელაძები, ფაჩხა-ბახმარო,ჯვარიქეთი, ვერნები-ოსანახევი,ვაშლოვანი-სხანდარა, ქურდული-მეგოიანი, თხილვანა,რიყეთი-დიდი რიყეთი,პანტარი-კორტოხი და საციხური-ნამონასტრევი.
ჩამონაშალი და ქვიშა იყრება ბეღლეთში, ბოძაურში, ვერნებში, უჩხოში, კურჩხალში, ვაშლოვანი-შურმულის გზაზე, დიდაჭარა-ღორჯომისა და დიდაჭარა-საციხურის გზაზე.
თოთხმეტი მიმართულებით იწმინდება გზები შუახევის მუნიციპალიტეტში.
სამუშაოები შემდეგ სოფლებში მიმდინარეობს: ქიძინიძეები-კორძაული-ჯაბნიძეები,ხიჭაური-ტაკიძეები,კობალთა, ბუთურაული, ბუთურაული-დეეშვილები-ნაკანაფევი,გოგაძეები,ლაკლაკეთი-ოკისი, ცეკვა-ბრილი,თერნალი, წყალსაყარი-ინწკირვეთი, პაპოშვილები-გორი,ვანი,ზემოხევი-ბრილი,კვიახიძეები.ოლადაური ჯუმუშაური.
ჩამონაშალი იყრება სოფელ ნენიის გზაზე.
ქედის მუნიციპალიტეტში გზის გაწმენდითი სამუშაოები ოქტომბერი-კუჭულა-ინაშარიძეებში, მეძიბნა-გარეტყეში, ზვარე-ზესოფელ-ზემო აქუცასა და წონიარისი-აბუქეთა-ნაომვარის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
თოვლის საფარისგან გზები დღის ბოლომდე სრულად გაიწმინდება. ყინვის საწინააღმდეგო ღონისძიებები კი საჭიროებისამებრ გაგრძელდება. ღონისძიებებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს