ISET – საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 7.5 %-ით შემცირდა
2019 წლის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი საქართველოდან 7.5 %-ით შემცირდა. ამის Შესახებ SET-ის 2019 წლის აგროსექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული. მაᲗივე ინფორმაციიᲗ, ექსპორტთან ერთად 9.3%-ით შემცირდა აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტიც.
ISET-ში ამ ფაქტს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაუფასურებით ხსნიან. როგორც ISET-ის ანგარიშშია აღნიშნული, 2019 წელს ლარი თურქული ლირის მიმართ 4 %-ით, 17%-ით – რუსული რუბლის და 11% და 8%-ით აშშ დოლარისა და ევროს მიმართ გაუფასურდა.
როგორც დოკუმეტშია განმარტებული, მიუხედავად იმისა, რომ ვალუტის გაუფასურება, როგორც წესი, დადებითად აისახება ექსპორტზე, ექსპორტის მაჩვენებელი არ გაზრდილა.
შეგახსენებთ,რომ 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბიუჯეტი მთლიანობაში 4%-ით იზრდება. ცნობილია ისიც,რომ უშუალოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამინისტრო დაახლოებით 293 მილიონ ლარს დახარჯავს (მთლიანი ბიუჯეტის 2.0%).