საქსტატი: ექსპორტი 12.4 %-ით, ხოლო იმპორტი 0.8%-ით შემცირდა

2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3 771.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.4 პროცენტით მეტი),ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ. აშშ დოლარი (0.8 პროცენტით ნაკლები).
საქსტატის მონაცემებით,უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წელს 5 291.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები