შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილში ხანძრის შედეგად, ტარიელ ბერიძის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. მეხანძრე-მაშველებმა  ცეცხლისგან მხოლოდ დამხმარე ნაგებობის გადაარჩენა შეძლეს. 8-სულიანი ოჯახიდან არავინ დაშავებულა, ისინი ამჟამად მეზობელთან ცხოვრობენ.

შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. ხანრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც შუახევის მუნიციპალიტეტში ,,რეგიონულ კვირას” უთხრეს,  მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რომლის შემდეგაც ოჯახს შესაბამისი დახმარება გაეწევა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები