თინა ბოკუჩავა: ოპოზიცია იანვრის თვეში ორ რეგიონალურ აქციას გამართავს

ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში დასრულდა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიცია იანვრის თვეში ორ რეგიონალურ აქციას გამართავს.

“მივიღეთ გადაწყვეტილება ორ რეგიონულ აქციასთან დაკავშირებით იანვრის თვეში. ასევე, 4 თებერვალს გაიმართება პარლამენტის პირველი საგაზაფხულო სხდომა, რომელიც აუცილებლად ჩაივლის ოპოზიციის პროტესტის ფონზე. ასევე, საუბარი გვქონდა მოლაპარაკებებზე, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებასთან აწარმოებს დიპლომატიური კორპუსის მედიაციით”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები