ოკუპირებულ აფხაზეთში “რუსეთის საელჩო” მოქალაქეებს აფრთხილებს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საელჩო, სოხუმში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება.

როგორც საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „დედაქალაქში ვითარება, ქალაქის ცენტრის გარდა, სტაბილურია. სოხუმში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს მოვუწოდებთ, პროტესტის ადგილებს თავი აარიდონ“.

სოხუმში დღეს, ოპოზიცია ე.წ. ადმინისტრაციაში შტურმით შეიჭრა, რომლის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ.ადმინისტრაციის შენობა დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ „უფლებამოსილების შესრულებას აგრძელებს“.

შეკრებილები ხაჯიმბას გადადგომას და ვადამდელი „საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები