ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ არ ვცდილობთ ესკალაციას ან ომს, მაგრამ აგრესიისგან თავს დავიცავთ
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი ირანის მიერ ერაყში ამერიკული ბაზების წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მისი თქმით, ირანს ესკალაცია და ომი არ სურს, მაგრამ თავს ნებისმიერი აგრესიისგან დაიცავს.
„ირანმა თავდაცვის ფარგლებში პროპორციული ზომები გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად გაატარა. მისი სამიზნე იყო ბაზა, საიდანაც ჩვენი მოქალაქეების და მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მხდალი შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ჩვენ არ ვცდილობთ ესკალაციას ან ომს, მაგრამ დავიცავთ თავს აგრესიისგან,” – წერს მუჰამედ ჯავად ზარიფი.