დონალდ ტრამპი – ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა, მიმდინარეობს მსხვერპლისა და ზარალის შეფასება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიერ ერაყში, აშშ-ის ბაზებზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ყველაფერი კარგადაა, რაკეტები ირანიდან ერაყში მდებარე ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს. მიმდინარეობს მსხვერპლისა და ზარალის შეფასება. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა,“ – წერს ტრამპი.

მისივე თქმით, ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები