რომან გოცირიძე: როცა ზურაბიშვილი ამბობს, რომ მამალაძის გასათავისუფლებლად არგუმენტი ვერ მოძებნა, მაშინ რა არგუმენტი ჰქონდა, როდესაც მკვლელები შეიწყალა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა.

გოცირიძის თქმით ზურაბიშვილის გადაწყვეტილება სამარცხვინოა.

“პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის სამარცხვინო. კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არ არის დამოუკიდებელი. როდესაც ის ამბობს, რომ ვერ მოძებნა არგუმენტი დეკანოზ გიორგი მამალაძის გასათავისუფლებლად, მაშინ რა არგუმენტი ჰქონდა მას, როდესაც მკვლელები, მათ შორის პოლიციის მკვლელი შეიწყალა. პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნა არის მოთხოვნილი, დაველოდებით და თუ ამან ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო, ჩვენ გვაქვს ბოლო იარაღი, ეს არის იმპიჩმენტი”, – განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გუშინ, 5 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები