ირანმა აშშ-ს შურისძიების სახით 13 სცენარი მოუმზადა, მათგან ერთ-ერთი „ღამის კოშმარს“ დაემსგავსება
ირანის უშიშროების უზენაესი საბჭოს მდივნის, ალი შამჰანის, განცხადებით, თეირანმა ვაშინგტონს, გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციისთვის, შურისძიების 13 სცენარი მოუმზადა.
ინფორმაციას სააგენტო Fars ავრცელებს.
მისი თქმით, მომზადებული სცენარებიდან მცირედი, „ამერიკისთვის ღამის კოშმარი იქნება“.
ირანსა და აშშ–ს შორის ურთიერთობა 3 იანვრის შემდეგ დაიძაბა, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ მეთაური ყასემ სოლეიმანი მოკლეს, რომელიც ასევე უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი.
ყასემ სოლეიმანს დღეს, ირანის ქალაქ ქერმანში დაკრძალავენ.