შოთა რეხვიაშვილი საშობაო ლიტურგიას ბოლნისში დაესწრო
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის სიონში საშობაო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო წირვა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ეფრემმა აღავლინა. სახელმწიფო რწმუნებულმა მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვას მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.