პრეზიდენტი სომეხ ხალხს ქრისტეშობას და ნათლისღებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომეხ ხალხს ქრისტეშობას და ნათლისღებას ულოცავს.

“სომეხთა წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს, 6 იანვარს, უძველესი ტრადიციით ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაულს ერთდროულად აღნიშნავს.

გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს. სწორედ ქრისტიანული სარწმუნოების ღირებულებებს ეფუძნება სომეხი და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა.

გისურვებთ კეთილდღეობასა და სიხარულს!,”- წერს სალომე ზურაბიშვილი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები