ქუთაისში, ჩერგოლიანის ქუჩაზე წყლის ხარისხი ნორმებს და სტანდარტებს შეესაბამება – განცხადება
ქუთაისში, ჩერგოლიანის ქუჩაზე წყლის ხარისხი ნორმებს და სტანდარტებს შეესაბამება – განცხადება
ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულების ეტაპზეა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, ამ დროისთვის ძველიდან ახალ ქსელზე გადაერთების პროცესი მიმდინარეობს.
რაც შეეხება ჩერგოლიანის ქუჩას, ქსელის გარეცხვითი სამუშაოების დროს, ფილტრებს გამოყვა ქვიშა, რასი გაწმენდაც მიმდინარეობს. ამასთან, კომპანიის ლაბორატორიამ აღნიშნული ადგილიდან სასმელი წყლის ნიმუში აიღო. მიღებული დასკვნების შედეგად, წყლის ხარისხი შეესაბამება ნორმებს და სტანდარტებს.
პრობლემის საბოლოოდ აღმოფხვრისთვის ადგილზე მუშაობს ტექნიკური სამსახური და აწარმოებენ დამატებით კვლევით სამუშაოებს.