წნორში მომხდარი მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სიღნაღის მუნიციპალუტეტის სოფელ წნორში მომხდარი მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე, მარინე ცერცვაძემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და 26 წლის ილია გურაშვილი პატიმრობაში დატოვა.

გურაშვილის ადვოკატი ბრალდებულის მდგომარეობაზე აპელირებდა, მან დააყენა საკითხი – რადგან ბრალდებული ნასამართლევი არაა, აღნიშნული შემამსუბუქებელ გარემოებად ჩათვლილიყო. ილია ფარადაშვილის თქმით, ი.გ. ბრალს აღიარებს, რაც ამასთანავე გასათვალისწინებელია.

“ალტერნატიული აღკვეთი ღონისძიება არ მოგვითხოვია,სასამართლოს მივანდეთ ამ საკითხის გადაწტვეტა და შესაბამისად სასამრთლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მიიღო პატიმრობაში დატოვება “- განმარტა ბრალდებულის ადვოკატმა.
ილია ფარადაშვილის თქმით, ბრალდებული არ ადასტურებს ძვირფასეულობის დაუფლებას, რაც მის მდგომარეობას კიდევ მეტად ამძიმებს.

გამოძიება ილია გურაშვილს ანგარებით,დამამძიმებელ გარემობაში განზრახ მკვლელობას ედავება.

გამოძიება 109- მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარებს, რაც 16 დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მომდევნო სასამართლო სხდომა 26 თებერვალს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები