შს მინისტრი ახალ წელს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ეწვია და თანამშრომლებს ახალი, 2020 წლის დადგომა პირადად მიულოცა. ვახტანგ გომელაურმა მათ ჯანმრთელობა, მშვიდობა და წარმატებები უსურვა.
მინისტრთან ერთად, ახალი წელი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს მისმა მოადგილეებმაც მიულოცეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისა და სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.