„ერთი დიდი კაცით ნაკლები დავრჩით, დათო წერედიანი წავიდა“…

„ასე რა უნდა მწყენოდა. ერთი დიდი კაცით ნაკლები დავრჩით, დათო წერედიანი წავიდა“!.. –  ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, დავით წერედიანის გარდაცვალების შესახებ მწერალი გიზო თავაძე ფეისბუქზე  სტატუსს აქვეყნებს.
სულ ახლახან თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე დავით წერედიანის თარგმნილი ფედერიკო გარსია ლორკას „ბოშური რომანსეროს“ წარდგენა გაიმართა.
დავით წერედიანი 1981 წლიდან ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. მისი ცნობილი თარგმანებია ფრანსუა ვიიონის ლექსები, გოეთეს „ფაუსტი“, რომლისთვისაც 2012 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ დაიმსახურა“, ძმები გრიმების ზღაპრები. არის ლიტერატურული ესეების, ნარკვევების და წერილების რამდენიმე კრებულის ავტორი.
2014 წელს ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „საბა“ გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები