თელავში უმწეოთა და უპოვართა სამსახურში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა

თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

ტრადიციულ საახალწლო ღონისძიებაზე, ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ მიულოცეს.

“ვულოცავ, ყველა ბენეფიციარს დამდეგ შობა-ახალ წელს, ვუსურვებ მათ, რომ ის პრობლემები,რაც წელს ჰქონდათ,მომავალ წელს აღარ ჰქონოდეთ,”- აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.

საახალწლო ღონისძიება ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების და ბენეფიციარების მონაწილეობით ჩატარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები