ოკუპირებულ გალში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაშავებულია საქართველოს 4 მოქალაქე

ოკუპირებული გალის ცენტრში, მსუბუქი ავტომობილი საქართველოს ოთხ მოქალაქეს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილს ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა.
შემთხვევის შედეგად ოთხი მამაკაცი დაშავდა. დაშავებულებიდან ორი მათგანი, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.
დაშავებულებს ამ წუთებში შესაბამისი კვლევები უტარდებათ.
“გადმოიყვანეს ორი ახალგაზრდა, ერთ-ერთს აღენიშნება მოტეხილობა და მეორე მათგანს ტვინის შეტყევა. ორივე კონტაქტურია. უტარდებათ გამოკვლევები” – განაცხადა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები