ხელისუფლების დაპირება შესრულებულია – ბაღდათის მოსახლეობა ახალ წელს ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი იქნება

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთაშუაში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს და მოსახლეობას ახალ წელს ბუნებრივი აირი ექნებათ. ბუნებრივი აირით სოფელში უკვე 5 ოჯახი სარგებლობს.
მიმდინარე სამუშაოებს   სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, პირველ მოადგილე იოსებ ხახალეიშვილთან და  ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერთან, არჩილ გოგსაძესთან ერთად გაეცნენ და გიორგი მსხვილიძის ოჯახში ბუნებრივი აირი პირველად აანთეს. სოფელ წყალთაშუაში 45 ოჯახი ცხოვრობს .

ეტაპობრივად მიმდინარეობს  გამრიცხველიანების სამუშაოები, რომლის დასრულებისთანავე,  სოფელი ბუნებრივ აირს შეუფერხებლად მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები