ქუთაისის საკრებულოსა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი სტუდენტებს საშუალებას მისცემს გაეცნონ საკრებულის მუშაობის პრინციპებს და ასევე ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც.

მემორანდუმის გაფორმებას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია, ქუთაისის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – ნინო ალავიძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ .

“მნიშვნელოვანია ის რომ ახალგაზრდებს შემდგომი წლების განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა,მოვიდნენ საკრებულოში და გაეცნონ წარმომადგენლობით ორგანოს ფუქნციებს და ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც”,-აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები